ძლიერი წვიმის გამო, ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი მოქმედებს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებით, თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციები „დროებით შეწყდება“, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მასშტაბური აქციის გამართვა ძალაში რჩება. იგი შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს ერთკვირიან, „გონივრულ ვადას“ აძლევს იმისათვის, რომ პოსტებიდან გადადგნენ.
„ინოვაციური პროექტების გამარჯვებულებს სახელმწიფო მხარში დაუდგება და პროექტების განხორციელებაში დაეხმარება“, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის ტექნოპარკში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრაზე.
პოლიციის მიერ დაკავებული და მოგვიანებით განთავისუფლებული ნიკა მელია დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით უმთავრეს პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს და აცხადებს, რომ იგი „აუცილებლად აგებს პასუხს“.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 10 ივნისს კახეთის რეგიონში 1360 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რითაც კახეთის ექვსივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.
რომან გოცირიძისთვის არადამაჯერებელი და გაუგებარია ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაკეთებული განმარტება ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატი კი არ დააკავეს, არამედ მისი განრიდება მოხდა, რათა „ეს ქმედება არ გადაზრდილიყო რაიმე სხვა ტიპის სამართალდარღვევაში“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიასგან, უწყების მიერ ნიკა მელიას მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავირებით ინფორმაცია მიიღო.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მისი დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგანგებო ბრიფინგზე გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცირებულთა სიაში რუსეთიდან სამი ფიზიკური პირი და ხუთი კომპანია დაამატა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ახლახან გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
თბილისის პარლამენტის შენობასთან გამთენიისას დაკავებულ ზვიად კუპრავასა და კიდევ სამ პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.