დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიმართ მკაცრი პოლიტიკა ექნება.
ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრი" წყალტუბოს სისუფთავეზე ახალი უნიფორმებით იზრუნებს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი ვაშინგტონში იმყოფება და აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების გასამართად ემზადება, რომლის მიზანიც დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი ისტორიული შეხვედრის გარშემო შექმნილი ბუდოვანებისთვის ნათელის მოფენაა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (22 მაისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0073 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის გამართული შეხვედრა ამერიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დემონსტრირებაა.
„გვქონდა მოცემულობა, როდესაც დაახლოვდა პოზიციები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
დიდი იმედი გვაქვს, როგორც მხარეს, რომ სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას, სამართლიან გადაწყვეტილებას, აღნიშნული განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.
„ყველა შესაბამისი ზომა იქნა მიღებული იმისთვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში. პარლამენტი, რა თქმა უნდა, დააკვირდება ამ პროცესს“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის საზეიმო კვირეულის ფარგლებში, ქართული ფეხბურთის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისათვის თბილისის „დინამოს" ფეხბურთელი ვიტალი დარასელია, სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.