თბილისში, ღამის კლუბებში წუხელ ჩატარებული სპეცოპერაციებისას, კლუბის სტუმრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც, რამდენიმე ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს თბილისში მდებარე კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. უწყების ცნობით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
ევროპის წამყვანი სახელმწიფოები აქტიურ დიპლომატიურ ქმედებებზე გადავიდნენ ირანის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების გადასარჩენად მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების აღნიშნული შეთანხმებიდან გამოსვლის და თეირანზე მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. სანქციები იმ ევროპულ კომპანიებსაც შეეხებათ, რომელთაც ირანთან ბიზნესები აკავშირებთ.
„მაინც მომიწია ამ ტრიბუნასთან დადგომა“, ასე დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მე-5 ყრილობაზე თავისი გამოსვლა და განაგრძო:
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ „საქართველოს ხელში ჩაგდება, სხვა გარემოებებთან ერთად“, მისი „პირადი შეცდომების ბრალიცაა“ და იგი „აუცილებლად“ ჩამოვა საქართველოში მისი „ამ შეცდომების გამოსწორების მიზნით“.
„კლინიკა ბომონდის “ სოციალური პროექტის - „ბომონდი შენი ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში რეგისტრირებულ აღსაზრდელებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.
6-12 მაისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოფიციალურ ვიზიტად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ყრილობის დასრულების შემდეგ, პრემიერ მინისტრის შეცვალასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.
დიახ, მომიწია იმ თანამიმდევრობის დარღვევა, რომლის შესახებაც პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განვაცხადე, მაგრამ როცა შენს ხალხზე, ქვეყანაზეა ლაპარაკი და ვითარება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია, განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
დემოკრატია არის ჩვენი უპირობო არჩევანი, თუმცა, სწორედ ამ არჩევანისადმი ერთგულება გარკვეულწილად ზრდის ქვეყანაში პოლიტიკურ რისკებს, რადგან ავანტიურისტული ჯგუფები დესტრუქციული ქმედებებით იბრძვიან ძალაუფლებისთვის, აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნების" ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.