საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს, მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა შაჰიდს შეხვდა.
მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის რეინჯერთა მომზადების სკოლა რეინჯერთა მე-10 ნაკადმა დაასრულა. რეინჯერის მრწამსის წარმოთქმის შემდეგ, პირად შემადგენლობას სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სერტიფიკატები გადასცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე პეტერ ფიშერი დაინიშნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „თვითერში“ თავად ფიშერი წერს.
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის, მეორე ქვეითი ბრიგადის, 21-ე ჯავშანსატანკო ბატალიონის, მოტორიზებული ასეულის ათეულის დონის მომზადება-შეფასებაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა. წვრთნების დასკვნით ფაზას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და მეორე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მეორე დღე საქართველოს ეროვნული
უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ მსჯელობას დაეთმო.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ეროვნული უსაფრთხოების
კონცეპტუალური ჩარჩო, უსაფრთხოების ენერგეტიკული ასპექტები, ოკუპირებული რეგიონები
- ეს ის თემები იყო, რომლებიც მომხსენებლებმა კურსის ფარგლებში განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის ძალები 23 ივლისს საინჟინრო გვარეობის დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის ძალების საინჟინრო ქვედანაყოფების სწავლება „დასავლეთის ზღუდე“ 2022“ საჩვენებელი წვრთნებით დასრულდა.
თბილისის მერიის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ სრულდება, რომლის ფარგლებშიც, ზაფხულის განმავლობაში, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საბავშვო–გასართობი, სპორტული და კულტურული აქტივობები განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პრაქტიკაში გამოვლენილი გამოწვევების გათვალისწინებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები შეიმუშავა, რომლებიც ხელს შეუწყობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მცხეთა-მთიანეთის მხარეში იმყოფებოდა, სადაც თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსთან, მეუფე მიქაელთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან, ნიკოლოზ აზნაურაშვილთან და არქიტექტორ-რესტავრატორ ნიკო ზაზუნიშვილთან ერთად, ბოჭორმის ციხე-კომპლექსის მდგომარეობას გაეცნო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.