ჩუღურეთის რაიონში, გაბაშვილის ქუჩაზე, 2200 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს უმასპინძლა. გაცნობითი
ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ახალდანიშნულ ელჩს წარმატებები
უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა
მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები მახათას მთაზე
იმყოფებოდნენ, სადაც „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
პარლამენტარებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ
უმასპინძლა და ბინათმშენებლობის სამუშაოები დაათვალიერებინა. დეპუტატებმა სამხედრო
მოსამსახურეებისთვის საბინაო უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებზეც
იმსჯელეს.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის
ახალდანიშნული მოადგილე იმყოფება. გენერალ-მაიორ მაიკლ ვიკმანს დღეს საქართველოს
თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ამერიკელ
გენერალს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს
თავდაცვის ძალებსა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობას შორის მჭიდრო,
ნაყოფიერი თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება.
ბიძინა ივანიშვილმა თავისი წერილით გაგვაგებინა შემდეგი: 1. ის ნამდვილად არის საქართველოს მმართველი (ახალი ამბავი!) ეს იცის ამერიკის ელჩმაც და შესაბამისად იქცევა - ხვდება იმას, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია. 2. პროპაგანდისტული კამპანია, თითქოს ამერიკა ჩვენს ომში ჩათრევას გეგმავს, პირადად ბიძინას ორკესტრირებულია (ვინმეს სხვანაირად ეგონა?)
მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს.
თბილისის მერი კახა კალაძე „ქარის“ ბრენდის სიტროენის ელექტრომანქანის პრეზენტაციას დაესწრო და აღნიშნული ტრანსპორტი თავად გამოსცადა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეაფასა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან არის მჭიდრო და თანმიმდევრული.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.