რუსეთის აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამოსაძიებლად დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ თავმჯდომარეს პოლ მანაფორტს და ბიზნესკომპანიონს რიკ გეიტსს საგადასახადო და საბანკო თაღლითობების ჩადენის ბრალი წაუყენა.
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია სიტყვით წარსდგა ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) გამართულ კონფერენციაზე, სადაც საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივესა და თავისუფალ საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა.
საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუქსემბურგის საჰერცოგოს შესაბამისი გადაწყვეტილება ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებული გარემოს შესახებ მონაცემებს.
სასამართლომ ორსული მეუღლის ცემაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. განცხადებას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დანიელ კოლეგას, ანდერს სამუელსენს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს პირველ ოფიციალურ ვიზიტად ეწვია.
შეიარაღებული ოფიცერი, რომელსაც პასუხისმგებლობა გააჩნდა ფლორიდის სკოლის უსაფრთხოებაზე, სადაც გასულ კვირას ახალგაზრდა შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 17 ადამიანი მოკლა, სროლებისას შენობის გარეთ იდგა და არ ჩარეულა, განაცხადა ბროვარდის ოლქის შერიფმა, სკოტ იზრაელმა როგორც ამას BBC იუწყება.
ბარნაბი ჯოისი აცხადებს, რომ იგი გადადგება ავსტრალიის პრემიერ მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან. მისი აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა პოლიტიკურად დამაზარალებელ საგას მოჰყვა, რომელიც მის ყოფილ თანამშრომელთან სასიყვარულო ურთიერთობას ეხება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 44 მოსამართლის უვადოდ გამწესების შესახებ თავის აზრს გამოხატავს პრემიერ მინისტრი. როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, საზოგადოებაში და „ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე მოსამართლის უვადოდ გამწესებამ კითხვები გააჩინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.