ისრაელმა გასულ წელს ავსტრალიაში თვითმფრინავის ჩამოგდების გეგმა ჩაშალა, რითაც ქვეყანას სავარაუდო ტერორისტული აქტის აღკვეთაში და ასეულობით ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაში დაეხმარა. აღნიშნული ორივე სახელმწიფომ დაადასტურა.
თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელი უწყებაში ლოგისტიკის წლად გამოაცხადა. გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა შეკრებილ სამხედროებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „არმიჰოლში“ გააცნო.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა, განუცხადა „რია ნოვოსტის“ მისმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ.
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიგა გიგაშვილი დამტკიცდა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი გვილავა, ხოლო ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე რუსუდან მირზიკაშვილი დაინიშნა.
ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში, დოქტორი ჯეიმი შეა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრხოების ბიუროს ეწვია.
წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ზურაბ მაისურაძემ და მოადგილემ, ალექსანდრე დადუნაშვილმა დაათვალიერეს.
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. საკანონმდებლო ორგანომ 83 მომხრე ხმით, 13-ის წინააღმდეგ ვეტო დაძლია.
თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, ე.წ. კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, ე.წ. კიროვის ქარხანაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 თებერვალი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0081 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.