„სწავლების დაგეგმარების კურსი“ დასრულდა. სემინარის ოფიციალური დახურვის ცერემონიალი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციასთან უწყებათაშორისი გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
2018 წლის 22-23 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის "საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების" ტექსტზე მოლაპარაკებები გაიმართა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის მისიასთან, რომელსაც ბანკის მთავარი ეკონომისტი ჰანს ტიმერი ხელმძღვანელობდა, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
შეიარაღებულმა ოფიცერმა, რომელიც ფლორიდის სკოლაში განხორციელებული სროლებისას შენობის გარეთ იდგა, „უდავოა, რომ ცუდი სამსახური გასწია“, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს „გირგვლიანის შესწორებების“ მიღებისა და იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის გამოცხადებისაკენ მოუწოდებს. განცხადება ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი „წილკნის დევნილთა დასახლებაში ჩავიდა და ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა".
საქართველოს პრემიერ მინისტრი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდერს სამუელსენთან შეხვედრა ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით დაიწყო და მას ძალიან სამწუხარო ფაქტი უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.