პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PFP) ზამთრის საბაზისო კურსს ბაკურიანში მასპინძლობს. ამჯერად სამთო მომზადება საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში დაიწყო. მასში 12 უკრაინელი და 5 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა შეაქო სამხრეთ კორეა მისი „შთამბეჭდავი“ ძალისხმევისათვის, გამორჩეულად გამასპინძლებოდა ფხენიანიდან წარგზავნილ დელეგაციას ზამთრის ოლიმპიადის განმავლობაში.
პოლონეთში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვარშავაში შესვლისას პრობლემები არ შექმნია, პირიქით, მას ქვეყნის პარლამენტარებიც კი დახვდნენ აეროპორტში და პოლონეთის ხელისუფლებამ მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაცვაც გამოუყო.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევში რამდენიმე საათის წინ დააკავეს, პოლონეთში უკვე გაფრინდა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი აცხადებს, რომ სააკაშვილი დეპორტაციის მიზნით დააკავეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში კვირის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებისა და პრობლემების განხილვა გაიმართა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში, რესტორან „სულუგუნში“ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სააგენტო Strana.ua ავრცელებს.
სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში და სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში ბრალდებულებს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 თებერვალი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0013 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.