საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში დააკავეს. უკრაინული სააგენტო სააგენტო LB.ua და ტელეკომპანია TCH ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დაკავება პოლკოვნიკ იური პოკინბოროდას ბინაში მოხდა.
მიხეილ სააკაშვილის დაკავების საქმეზე, პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანი ლარისა სარგანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, რუსლან ჩორნოლუცკის განცხადებით, სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსნის ბინაში დააკავეს. ამის შესახებ NewsOne იტყობინება.
დღეს საქართველოში არის უფრო მეტი ნატო და ნატოში უფრო მეტი საქართველოა, რასაც დიდწილად უნდა ვუმადლოდეთ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მიზანმიმართულობას და დიდ ძალისხმევას ამ გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ ღირსეულ გზაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს საპატრიარქო თბილისსა და წყალტუბოში რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდებს შორის მომხდარ დაპირისპირებებს განცხადებით ეხმაურება.
230-ზე მეტი ადამიანი დაშავდა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის მიმდინარე შეტაკებების შედეგად. ინფორმაციას Jerusalem Post-ი ავრცელებს.
მაგისტრალურ საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 დეკემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0214 პუნქტით გამყარდა.
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, ხოლო მთავარი საახალწლო ღონისძიებები თბილისის გარეუბნებში ჩატარდება, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.