საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის თბილისში გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველების გამარჯვებით დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ სირაძის თქმით, ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო კიბე არსებობდა, თუმცა ის უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.
სასტუმრო „ლეოგრანდში" გუშინ მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებულები კლინიკებში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად მოინახულა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდთან“ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
საქართველოს სახალხო დამცველი სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
დიდთოვლობა აჭარის რეგიონში - შუახევში მოსულმა უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა. შუახევის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის ელექტრომომარაგება კვლავ შეზღუდული აქვს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბათუმში ჩავიდა და სასტუმრო „ლეოგრანდთან“ მივიდა. სასტუმროსთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირებიც იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ი. ხ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ბათუმში ჩავა. პატრიარქი სასტუმრო „ლეოგრანდთან“ დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.