შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული მ.ბ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცავებმა ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავეს. 4 სპეცოპერაცია ფონიჭალასა და ე.წ. გიგანტის დასახლებაში დილიდან მიმდინარეობდა.
სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის ცემისთვის პირი დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულებში სისტემატური კორუფციისა და ქონების მითვისების მეშვეობით 100 მილიარდი აშშ დოლარი იქნა ბოროტად გამოყენებული.
რუსეთის ქალაქ იჟევსკში 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, მთლიანად არის დანგრეული 8 ბინა, რომელშიც 28 ადამიანი ცხოვრობდა.
ეს უმშვენიერესი ადგილი შეგვახსენებს, რომ ყველა ბოროტების კედელი ადრე თუ გვიან დაინგრევა - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის მოედანზე გააკეთა, სადაც ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა - საჩუქარი, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურს 2017 წლის 16 ივნისს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას გადაეცა, როგორც ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაბა პიასეჩნოში პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმს ეწვია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 ნოემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0098 პუნქტით გაუფასურდა.
პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვისას, ინციდენტი მოხდა. მთაწმინდის პანთეონში ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა აქცია მოაწყეს. ისინი აპროტესტებდნენ ჯანსუღ ჩრკვიანის მათაწმინდაზე დასაფლავებას, ასევე მოითხოვდნენ რომ მთაწმინდის პანთეონიდან სტალინის დედა კეკე, რუსი მწერალი ალექსანდრე გრიბოედოვი და მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გადაასვენონ.
ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, საზოგადო მოღვაწეები და მოქალაქეები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.