მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი და მისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორი რიკ გეიტსი შეერთებული შტატების წინააღმდეგ კონსპირაციის, ფულის გათეთრების და კიდევ რამდენიმე სხვა ფინანსური ბრალდებით წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. ორივე მათგანს ათეულობით მილიონი დოლარის უცხოური კომპანიების და საბანკო ანგარიშების მეშვეობით გადატანაში ედება ბრალი.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დენის ო’დონოვანი მიიღო.
მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უკრაინისგან „ქმედით ღონისძიებებს" მოელიან.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის თავდაცვის მინისტრი იუსი ნიინისტო გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. ფინეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ქართველ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს სკანდინავიის ქვეყნებიდან პირველად ფინეთის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს. ფინელ კოლეგას იუსი ნიინისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა უკრაინის „დამოუკიდებლობის დღის“ სამახსოვრო მედლით დააჯილდოვა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30ოქტომბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0261 პუნქტით გაუფასურდა.
დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილ მენეჯერს, პოლ მანაფორტს რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამოძიების ფარგლებში ბრალს წაუყენებენ, იუწყება BBC აშშ-ის მედიაზე დაყრდნობით.
ახალი სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას და განვითარების სრულიად ახალ პირობებს შექმნის, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ - მის მიღმა, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.