საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის აღდგენა მიმდინარეობს. მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, ხობის გამგებელმა, გოჩა ქაჯაიამ და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ზაზა ბუკიამ დაათვალიერეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღებისა და შეძენის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს.
„წარმოდგენა არ მაქვს, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მე ვიცი, რომ არაფერი იგეგმება", განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ და დასძინა, რომ რამდენიმე სამინისტროს შესაძლო გაერთიანების შესახებ ინფორმაციის შესახებ არ სმენია.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას J-4 ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ზვიად შანავა, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ინიციატივის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N2 სამმართველოს (ახალციხე) N7 სექტორი „სულდის“ ახალი შენობა გახსნეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ფერმერებს შეხვდა და მათი საქმიანობის წინაშე არსებული პრობლემების შესახებ მოისმინა.
ინდონეზიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ცნობით, ორი ძლიერი აფეთქება დილის საათებში, ჯაკარტას დასავლეთ რაიონში, პიროტექნიკის დამამზადებელ ქარხანაში სამ საათიანი ინტერვალით მოხდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დამხარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.