ე.წ. მატროსოვის ციხეში, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის მოსანახულებლად, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი იმყოფებოდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 ოქტომბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0111 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ დღეს შეხვედრები ისრაელის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალურ ვიზიტად ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება, ქვეყნის პრეზიდენტს, რუვენ რივლინს შეხვდა.
ე.წ. მატროსოვის ციხეში, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის მოსანახულებლად, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი მივიდა. მასთან ერთად, მამა გიორგი მამალაძესთან ციხეში დეკანოზი რევაზ სიხარულიძე შევიდა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ „დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა თიანეთის მე-19 საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.
კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავს. „ქართული ოცნების" ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, საზოგადოებას აქვს სურვილი, რომ პოლიტიკაში ახალი ძალა გამოჩნდეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის 67-ე სკოლის დირექტორი მარიამ თავართქილაძ თანამდებობიდან გაათავისუფლა. განცხადებას ამის თაობაზე თავად სამინისტრო ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რუსეთის დროშები ესროლეს. foxnew-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა გუშინ, 24 ოქტომბერს კაპიტოლიუმის შენობაში იმ დროს მოხდა, როდესაც პრეზიდენტმა რესპუბლიკელთა ლიდერთან, მიტჩ მაკკონელთან ერთად, ჟურნალისტების წინ ჩაიარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.