ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადასა და მე-4 ქვეით ბრიგადაში რუსთავის 24-ე ქართული
გიმნაზიის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. მოსწავლეებმა ვაზიანის სამხედრო
ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები, ბაზის ტერიტორიაზე
გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.
კუს ტბის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ფართობებზე მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირებისა და ბალახის გათიბვის სამუშაოები შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ ჩაატარა. აღნიშნული ტერიტორია კი „თბილსერვისჯგუფის“თანამშრომლებმა დაასუფთავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად აჭარაში ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტი გამოავლინეს, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს, ხოლო 1 პირს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
„ივანიშვილი დღეს კლავს ნამდვილ ქართულ ოცნებას - გეოგრაფიულის მიღმა იყოს გეოპოლიტიკური სუბიექტიც - იყოს ევროპის ოჯახის წევრი“, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა წერს.
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ჯუანშერ ბურჭულაძე ლიეტუვის და პოლონეთის რესპუბლიკების თავდაცვის მინისტრებს შეხვდა.
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებს ხვდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრებთან.
ხოშტარიებს განსაკუთრებით დიდი თანხები ომის დაწყების შემდეგ ჩაერიცხათ მოსკოვიდან! როგორც ირკვევა, დიდი თანხები რუსეთიდან ჯერ კიდევ 90-იან წლებში გოგი ხოშტარიას ერიცხებოდა (ეროვნული ხელისუფლების ღალატის სანაცვლოდ) , ხოლო ელენე ხოშტარიას პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ „აგენტურული ესტაფეტა“ მოხუცი მამისგან შვილმა გადაიბარა“, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე „ფეისბუქში“ წერს.
თბილისის მერია მეტეხის ხიდის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეტეხის ხიდის თაღის რეაბილიტაცია იწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.