ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია National Geographic Travel magazine-ის ჟურნალისტს ჯოზეფ რიჩარდ იოგერტს მასპინძლობს. გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა მსოფლიოს 100 საუკეთესო ქალაქის შესახებ სპეციალურ გზამკვლევს ამზადებს, სადაც თბილისი და საქართველოს ტურისტული ადგილები იქნება შეყვანილი.
ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინელ და შვედ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ანტი კაიკონენთან და პიტერ ჰულქვისტთან საუბრისას ყურადღება უსაფრთხოების გარემოსა და საერთო გამოწვევაზე გაამახვილა.
GUARDIAN.GE - ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაუდასტურა პეკინის მოსკოვისადმი მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებზე. მან პუტინს ოთხშაბათს განუცხადა, რომ „ყველა მხარემ პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს უკრაინის კრიზისის სწორად მოგვარებისთვის“, იტყობინება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „სინჰუა“.
მაკრონმა თქვა, რომ მოლდოვას ვერ გამოვაცალკევებთ უკრაინისგან - ორივეს უნდა დავუჭიროთ კანდიდატის სტატუსის მიღებაში მხარიო. საქართველო გეოპოლიტიკურად ვერ ჯდება ამ მოცემულობაში და თავს შევიკავებთ მხარდაჭერისგანო.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმში დღესასწაული „ლომისობა“ აღინიშნა. ჩქუმის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.
კოჯრის გზაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ, მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც გზის სავალი ნაწილის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია.
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ
ბურჭულაძე ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს დრაგომირ ზაკოვსა და
თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარს შეხვდა.
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალში, N32-33 კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია და სპორტული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. რეკრეაციული სივრცის ფართობი 5 800 კვ.მ-ია.
საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.