შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალციხეში, სოფელ სვირის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე უკვე იმყოფებოდა ათეულობით მეხანძრე-მაშველი.
ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა ჩრდილოეთ იაპონიის თავზე გაუშვა, რასაც იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ „უპრეცედენტო“ საფრთხე უწოდა მისი ქვეყნისათვის.
ახალციხის მუნიციპალიტეტში, მიუვალ, კლდოვან ადგილას გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად დილიდან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება, განუცხადა ჟურნალისტებს ხანძრის ახლომდებარე დასახლებულ პუნქტში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მდგომარეობა საგანგაშო არ არის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც GUARDIAN.GE-ს ახალქალაქის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა განუცხადა, ამ წუთებში ცეცხლის ჩაქრობას სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ცდილობენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვს არ მოუთხოვია ამერიკის შეერთებული შტატებისაგან შეემცირებინა რუსეთში აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში თანამშრომლების რაოდენობა.
ლუგანსკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკაში სახალხო საბჭოს ორი დეპუტატი მოკლეს. მკვლელობის დეტალები უცნობია. როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიფინგზე „რესპუბლიკის“ გენერალური პროკურორის მოადგილემ, გრიგორი ცევენკომ განუცხადა.
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მყოფმა II ქვეითი ბრიგადის 23-ებატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა მარიამობის დღესასწაული აღნიშნეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ცოტა ხნის წინ დაკვამლიანება შეინიშნებოდა, ტორფი იწვის და „საგანგაშო არაფერი არ არის".
ჰიუსტონში წყალდიდობისას სატვირთო ავტომანქანის მძღოლს რეპორტიორი პირდაპირ ეთერში ჩართვისას დაეხმარა. მან გზაზე მიმავალი შერიფის ავტომანქანა, „პიკაპი“ გააჩერა, რომელსაც თან ჰქონდა სამაშველო ნავი.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც იგივეს ვიმეორებთ, რომ დღესაც მზად ვართ დიალოგის წარმოებისთვის და კონსესუსის მიღწევისთვის, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.