პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ქართველ ხალხს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
თუ ოპოზიცია მოახერხებს იმ საკითხების ჩამოწერას, რომელთა ასახვის შემთხვევაში ის მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
ზუგდიდში, წმინდა ლუკას სახელობის ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მეოთხე სართულის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა.
გამოკვლევამ აჩვენა, რომ არაქისის ალერგიის პერორალური მკურნალობა (პირის ღრუდან წამლის მიღება) წამლის მიღებიდან ოთხი წლის შემდეგაც კი ეფექტურია.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული არც ერთი ვერტმფრენი გაუმართავი არ ყოფილა.
ბორჯომის ხეობაში საგუშაგოების მონახულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული საველე ბანაკში დარჩენილ პირველი და საინჟინრო ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეებსაც მიულოცა.
ჩრდილოეთ ჩილეში ინტენსიური და მოულოდნელი წვიმების შედეგად, ატაკამას უდაბნო ყვავილების ხალიჩად გადაიქცა.
ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულადან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ამოიყვანეს. ვერტმფრენს სპეციალური ტექნიკით თბილისში ექსპერტიზისთვის გადმოიტანენ.
სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ატარებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.