ნინოწმინდაში, სოფელ კათნატუში მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი კათნატუსა და დიდ ხანჩალში მცხოვრებ ქალებს შეხვდა.
მივიღეთ გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“, პროდასავლური პატიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა. „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად განაცხადა.
შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების და კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის პირველი მოადგილე- მამუკა ხიმშიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები რეზო ხეცურიანი და მარიკა კოპალიანი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მასწავლებლებთან შეხვედრებს. მინისტრმა მორიგი სამუშაო შეხვედრა ქალაქ ბათუმში, აჭარის რეგიონის სხვადასხვა სკოლის 200-ზე მეტ პედაგოგთან გამართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი თანამშრომლების – ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსის, ამავე კლინიკის ინჟინერ-მშენებლის, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველის და კერძო კომპანიის ყოფილი დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ამავე დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ზურაბ ზუბადალაშვილი წარუდგინა.
„ამაზრზენია, როდესაც მსჯავრდებული სააკაშვილის ნება-სურვილისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად ეს ადამიანები არ ერიდებიან თანხების გადახდას იმისთვის, რომ ამერიკელი სენატორები დაარწმუნონ და საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ გატარდეს სანქციები. ამაზე დიდი მავნებლობა შეუძლებელია წარმოვიდგინოთ. სიმართლე არ იყიდება, ის აუცილებლად პოულობს თავის გზას ადრე თუ გვიან. სიმართლე არის საქართველოს და ქართველი ხალხის მხარეს“, - ამის შეახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ სტმურობისას განაცხადა.
უკრაინის ტერიტორიის 20% უკვე ოკუპირებულია, ტრილიონ დოლარზე მეტის ზარალი მიადგა, ათიათასობით ადამიანი დაღუპულია, 20 მლნ უკრაინის მოქალაქე იმყოფება ემიგრაციაში, ამ ტრაგედიის და გამოწვევების ფონზე როცა დრო გაქვს და ლუზერ, სიმულიანტზე აკეთებ კომენტარებს, კითხვის ნიშნები ისმის-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.