ახალქალაქში, ახალქალაქის ციხის ტერიტორიაზე სახელმწიფო სიმბოლო, საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ გაიხსნა ,,ქანდაკების I სტუდენტური სიმპოზიუმისთვის“ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ახლადდანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, როლანდ ბერიძეს შეხვდა.
ლიბერთის ლოიალობის პროგრამის CashBack ფარგლებში მიმდინარეობს კამპანია „გაზრდილი ქეშბექის ზაფხული“, რომელიც აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. 21-დან 23 ივლისის ჩათვლით კამპანიას შეუერთდება CashBack - ის მეგობარი კომპანია „Embawood”, სადაც ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ საოჯახო ავეჯი და თანხის 30% მომენტალურად დაიბრუნონ საკუთარ ანგარიშზე!
მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და პორტუგალიის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე. ილია დარჩიაშვილმა ჟოაო გომეშ კრავინიოს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა ლუზოფონურ ქვეყნებში, არაღიარების პოლიტიკის განხორციელების კუთხით, პორტუგალიის პოზიციის კრიტიკული მნიშვნელობა.
GUARDIAN.GE - თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ უკრაინა რუსული ძალების წინააღმდეგ ამერიკულ კასეტურ ბომბებს იყენებს. ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, პირველადი გამოხმაურება მიუთითებს, რომ ისინი „ეფექტურად“ გამოიყენებოდა რუსეთის თავდაცვით პოზიციებსა და ოპერაციებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემა გახსნეს, დანაშაულებრივი ჯგუფის ათეულობით წევრი გამოავლინეს, დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობის შესახებ მორიგი დოკუმენტაცია გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.