გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის
დღე გაიმართა. ლიცეუმის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის
საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. კადეტებმა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს
პრეზენტაციის ფორმატში ლიცეუმში მიღების, ცხოვრებისა და სწავლების წესები გააცნეს და
ყურადღება არსებულ სასწავლო გარემოზე გაამახვილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში
წარიმართა. სტუმრების შეკითხვებს ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლებმა და
კადეტებმა უპასუხეს.
ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყო.
„ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სამარცხვინოა და ქვეყნის ბედი კონკრეტულ პერსონებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაყვეს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვა, ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „სანკო ჰოლდინგის" მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარესა და საპატიო პრეზიდენტს, თურქეთის ბირჟებისა და სავაჭრო პალატების კავშირის ენერგეტიკული მიმართულების ხელმძღვანელს ზექი ქონუქოღლუს შეხვდა.
სახელმწიფო, რომელიც მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში ყოველთვის აღიქმებოდა ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და ბერლინშიც როგორც რეფორმების ლოკომოტივი, აღმოჩნდა სრულ მაჩანჩალად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციაზე კომენტირებისას განაცხადა.
ჩვენთვის სანატრელი ევროპა, რომელიც სამართლიანობის და კეთილდღეობის მაგალითი იყო, პოლიტიკური გარიგებების, კორუფციის და რუსული ნარატივის არენად იქცა!
ქალაქ ვანში, გივი ყიფიანის სახელობის ტყე-პარკის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ დაათვალიერეს.
ქალაქ ბაღდათში ჩატარდა 2008-2010 წლების თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებში.
ჩვენ საკუთარ თავს ვერ მივცემთ უფლებას, ბრალდებები ისევე ხელაღებით გავისროლოთ ვინმეს მისამართით, როგორც ეს ჩვენი მისამართით ხდება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – გარკვეულ გარემოებათა და ფაქტების თანხვედრა ძალიან არაკეთილსასურველი და საეჭვო წაკითხვისა და ვარაუდების საშუალებას იძლევა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.