საქართველოს პარლამენტში თავდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიმდინარეპროექტებისშესახებანგარიშის წარდგენისას, თავდაცვის მინისტრმა ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კანონმდებლებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების შესახებ მაიწოდა ინფორმაცია. ბევრ სხვა მიმართულებასთან ერთად, ჯუანშერ ბურჭულაძემ აქცენტი ავიაციის გაძლიერებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მოდერნიზებული ქართული ავიაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის. „ამ მიზნით, „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ მხარდაჭერით, აქტიურად გრძელდება არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები.
თანამედროვე ომებში უდიდეს მნიშვნელობას იძენს რეალურ დროში ბრძოლის ველის სურათისა და ამომწურავი ინფორმაციის ფლობა, იზრდება ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიური უპირატესობის მნიშვნელობა.საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და თავდაცვის ძალების გაძლიერების თვალსაზრისით უწყების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება სადაზვერვო საშუალებების - ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების მიმართულების განვითარება და გაძლიერებაა. ამ თემაზე დღეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა და საზოგადოებას ამ კუთხით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში
„მინისტრის საათის“ ფორმატში ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების
წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვის პროცესზე ისაუბრა.
თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტს საჰაერო თავდაცვისა და საავიაციო შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს. ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაძლიერების კუთხით, თავდაცვის უწყების მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაიხსენა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების მძიმე გარემოზე გაამახვილა ყურადღება და ამ ფონზე საზოგადოებას თავდაცვის სფეროში ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები გააცნო. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის უწყების გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და დასახული გეგმები საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.
„ევროპარლამენტი საკითხს არ წყვეტს, მისი აზრი მხოლოდ რეკომენდაციაა. მაგრამ ის ასახავს ევროკავშირის ზოგად განწყობას. უკრაინას და მოლდოვას სულაც არა აქვს გარანტირებული, რომ კანდიდატის სტატუსს მიიღებენ - ამას წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ. მაგრამ მათ შანსი აქვთ. ჩვენს შემთხვევაში, ვშიშობ, პრაქტიკულად შანსიც აღარ არსებობს“, - ამის შესახებ პროფესორი, სააკაშვილის მთავრობის განათლების მინისტრი გია ნოდია „ფეისბუქში“ წერს.
ევროპარლამენტის რეზოლუციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული სამსახურის უფროსი, დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩალის ფასი აქვს რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს.
ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას და დარეგულირებას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ უნდა განხორციელდეს. პროექტთან დაკავშირებით დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმსჯელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.