თბილისში 9-19 ივნისს, უკვე მესამედ საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი - TBILISI PIANO FEST ჩატარდება, რომელიც 2019 წელს, თბილისის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა და ყოველწლიურად,მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებსა და პედაგოგებს აერთიანებს.
ლიბერთიმ - ,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში, ახალი სერვისი დანერგა. დღეიდან, იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის შეტანა, NCR (cash-in) ბანკომატების მეშვეობით, ბიზნეს ბარათის გარეშეა შესაძლებელი.
დღეს, 07:00 საათზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის არსებული საავტომობილო გზის 149 კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ფერდის დამუშავებისას, ქვათაცვენის საშიშროებიდან გამომდინარე, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა
გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ჩატარდა კონფერენცია ,,ზრუნვის ეკონომიკა და ოჯახის მხარდაჭერის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა“. კონფერენციის მონაწილე და სპიკერი იყო ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ჩიხლაძე.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, ხმათა უპრეცედენტო რაოდენობით - 95 მომხრე - მიიღო რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
„მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს მდგომარეობას უსაფრთხოს ვერ დავარქმევდი. საქართველო რუსეთის, დიდი სახელმწიფოს მეზობელია და საქართველოს მდებარეობა შავ ზღვასთან მიმართებით გამორიცხავს სცენარს, რომლის მიხედვითაც საქართველო სრულიად დაცული იქნებოდა ნატოს მიერ. მისი პერიფერიული მდებარეობა შეუძლებელს ხდის ალიანსის მხრიდან რეალურ მხარდაჭერას. ასეთია რეალობა. აღნიშნული განცხადება ცნობილმა ამერიკელმა სამხედრო სტრატეგმა, ედვარდ ლუტვაკმა „რადიო თავისუფლება“-სთან ინტერვიუში განაცხადა.
საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა განავითარეს, რომელიც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კავშირების შენების პროცესში იზრდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფალ ელისაბედ II-ის პლატინის (70-ე) იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროპარლამენტი ევროკავშირს რეკომენდაციას აძლევს, მიანიჭოს უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი. დოკუმენტს 438-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 65 იყო, 94-მა კი – თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 116-ე კილომეტრზე (შავღელე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივად; მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
დღეს ვიმყოფებით იმ ქვეყნის პარლამენტში, რომელმაც შეძლო ბოლო წლების ურთულეს საერთაშორისო და საშინაო გამოწვევებთან გამკლავება, მშვიდობის შენარჩუნება და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.