მას შემდეგ რაც ტერეზა მეიმ ხუთშაბათს, 8 ივნისს, გამართულ დიდი ბრიტანეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ვერ შეძლო აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ იგი ვერ ხედავს ვერავითარ წინააღმდეგობას დაიწყოს მოლაპარაკებები „ბრექსიტთან“ დაკავშირებით მანამდე არსებული გეგმის მიხედვით და დაამატა, რომ ევროკავშირი ამისათვის „მზად არის“.
დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატორებმა“ ვერ შეძლეს აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება, რის გამოც ქვეყანას 2010 წლის მსგავსად კოალიციური მთავრობა ეყოლება. ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ იგი მთავრობას „დემოკრატიული უნიონისტების პარტიის“ მხარდაჭერით ჩამოაყალიბებს, რაც მომავლის „გარკვეულობას“ უზრუნველყოფს.
ადიგენის გამგეობის ცნობით, დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქრია ენდელაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლების ლელოვანისა და იმერთუბანის მოსახლეობას შეხვდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე გაამართლა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს, საზოგადოებამ ყველაზე ემოციური დამოკიდებულება მიწის საკითხისა და ქორწინების დეფინიციის მიმართ გამოხატა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის წინასწარი მოსაზრებები კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტზე მმართველი გუნდის მოსაზრებებს სრულად შეესაბამება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 ივნისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0010 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველ ქვეით ბრიგადაში საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს ცოტა ხნის წინ შედგენილი პროგრამა წარუდგინა.
ანა დოლიძე უარყოფს ვარაუდებს იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება. ანა დოლიძის განცხადებით, „ვენეციის კომისიამ წინასწარ დასკვნაში ის მარტივი ჭეშმარიტება აღნიშნა, რომ დემოკრატიული კონსტიტუცია ის კონსტიტუციაა, რომელიც ხალხის ნებას ადეკვატურად ასახავს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.