ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე სპეციალური ძალების ერთობლივი სწავლება გაიმართა. თავდაცვის უწყების ცნობით, აღნიშნული ტიპის სწავლება 2007 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმი მონაწილეობდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოში შვედეთის სამეფოს თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა.
„ეს კონსტიტუცია არის ბიძინა ივანიშვილის სახლში დაწერილი და ბიძინა ივანიშვილის მიერ ბეჭედდასმული და „უმრავლესობას“ არ აქვს უბრალოდ უფლება, რამე შეცვალოს“, ეს განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ გააკეთა
საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, საპატრიარქოს პოზიციაა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესები იყოს ღია.
გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები „დაიცავი კონსტიტუციის” ფარგლებში, ვენეციის კომისიას სთხოვენ, შეაჩეროს „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული სვლა, კონსტიტუციის პროექტის განხილვისას გაითვალისწინოს არამხოლოდ განყენებული, თეორიული საკითხები, როგორც ამას ხელისუფლება ითხოვს, არამედ ის კონკრეტული რეალობა, რომელშიც ქართველი ხალხი იბრძვის თავისუფალი, დემოკრატიული, ევროატლანტიკური მომავლისათვის.
პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვების სრულად დახურვას მოითხოვს.
თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე სოფელ ბარდუბნის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე კახაბერ კუპატაძე და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის ფაქტზე ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
„ქაოსი“, „ჯინსების თაობა“, „კუკარაჩა“,„დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, „ჯადოსნური ღამე“ - ეს იმ სპექტაკლთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც თეატრმა „ივერიონმა“ შექმნა და საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში მაყურებელს წარუდგინა.
ჩემი დის საწინააღმდეგოდ გაკეთებულია ყველაფერი, ალბათ, ანგარიშსწორებაა ყველაფერი, აცხადებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმა ოთარ წოწორია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.