შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლში მიმდინარე ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის -„გახდი გადაწყვეტილების მიმღები პირი ადგილობრივ თვითმართველობის პროცესში“ - პრეზენტაცია გაიმართა.
იაპონიის მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც, თუკი ის კანონად იქცევა, ნებას დართავს იმპერატორ აკიჰიტოს, ტახტიდან გადადგეს.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდო ჩარევის და მისი კამპანიის მოსკოვთან რაიმე კავშირების შესახებ გამოძიების ზედამხედველობის განმახორციელებელ სპეციალურ პროკურორად ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორის, რობერტ მიულერის დანიშვნის გადაწყვეტილება „საშინელ“ ზიანს აყენებს ამერიკას.
ცაგერში შიდა ქუჩების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ჭავჭავაძის, ნინოშვილისა და ასლანიკაშვილის ქუჩების აღდგენისთვის გამოყოფილი თანხა 660 974 ლარს შეადგენს.
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა ბაღში" დღეს გივი ბერიკაშვილის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
საუბარია საპარლამენტო სისტემის დახვეწაზე და ამ სისტემაში ზუსტად ისე არის განსაზღვრული პრეზიდენტის როლი, სხვა კონსტიტუციური ორგანოების როლი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, როგორც ეს არის საჭირო საპარლამენტო მმართველობისთვის“, განუცხადა ჟურნალისტებს ვარშავაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციური კანონის პროექტზე საუბრისას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, ჰერბერტ ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით დამოუკიდებლობის კვირეული ტარდება. კვირეულის ფარგლებში, სალექციო კურსს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი მასპინძლობს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.