8 აპრილს კახეთის რეგიონში სსსტც „დელტა“-ს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა 2017 წლის სეზონზე პირველად ამუშავდა და გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი გაანეიტრალა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და რუსთაველის გამზირზე 28 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ჩუბინიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და თერჯოლის საზოგადოების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნების და რეფერენდუმის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ „საქართველოს უძველესი რეგიონისათვის რუსეთის ფედერაციული სუბიექტის მსგავსი სახელწოდების მინიჭებასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას ჩვენ განვიხილავთ როგორც რეგიონის უკანონო ანექსიისათვის საფუძვლის მომზადებას“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს. ქართული საგარეო უწყება აღნიშნულს სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელსაც სრულად გთავაზობთ.
სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ ეგვიპტეში, ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული „ტელეგრაფი“ სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღემდე, საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს ორ პრინციპს: „სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობას“ და „ერის თვითგამორკვევას“. რუსები მზაკვრობენ და ყოველთვის ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ უნდათ, რომ მოირგონ „მცირერიცხოვანი ერების მფარველის მანტია!“
9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელმაც 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა კი 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილს, 28 წლის წინათ, თბილისში რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი საბჭოთა მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა არმიამ და შინაგანმა ჯარმა მრავალათასიანი მშვიდობიანი მიტინგის მონაწილეები სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია - დაიღუპა 21 მოქალაქე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.