მართლმადიდებელი სამყარო დღეს ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში შეასრულა.
პრეზიდენტი შობის დღესასწაულს ტრადიციისამებრ, დუშეთში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი საშობაო ლიტურიგიას პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად დაესწრო. სახელმწიფოს მეთაურმა მართლმადიდებელ მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.
სადღესასწაულო ლიტურგიაზე მრევლთან ერთად საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. წირვის დაწყებამდე მათ პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე (სოფ. შორაპანთან) გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობდა დონალდ ტრამპის დახმარებას გაემარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, - ნათქვამია შეერთებული შტატების სადაზვერვო ანგარიშში.
რა თქმა უნდა, მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ მწამს ისიც, რომ მიუხედავად მრავალი სიმძიმისა და დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ყურადრებას ამახვილებს „საღვთო ზნეობაზე“, რომელიც როგორც პატრიარქი ბრძანებს, „იმდენად მაღალია, რომ მას თვით ყველაზე დახვეწილი და რაციონალური სახელმწიფო კანონებიც კი ვერ შეედრება“.
მაცხოვარმა ჩვენმა ყველა ადამიანური ტკივილი, თვით ჯვარცმით სიკვდილიც, კაცობრივი ბუნებით ჭეშმარიტად განიცადა, რათა, მწუხარებაში მყოფ ნებისმიერ ჩვენგანს, ჰყავდეს მისი სალმობის თანამოზიარე უფალი, რომელიც ღვთაებრივი სიყვარულითა და სიხარულით აღავსებს ყველას, -აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.
ფლორიდის ფორტ ლოდერდეილის აეროპორტში მარტო მოქმედმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 5 ადამიანი მოკლა, დაზიანებები აქვს მიღებული 8 ადამიანს.
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო, მკვიდრნო საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო! დღეს ბეთლემი ,,ცათა მობაძავ იქმნა, ვარსკვლავთა წილ ანგელოზნი ჰქონან მაქებელად და სამყაროს ეფინება საოცარი საგალობელი: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.