ქობულეთში საშობაო ალილო გაიმართა. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სახალხო მსვლელობა ტაძრებში აღვლენილი საზეიმო წირვა-ლოცვის შემდეგ დაიწყო.
თბილისში, ვარდების მოედნიდან საშობაო ალილო დაიწყო. მსვლელობა თეატრალიზებულია და მასში თეთრ სტიქარში ჩაცმული ბავშვები, მწყემსები, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეები და სასულიერო პირები მონაწილეობენ.
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულის ათათურქის აეროპორტის მიმართულებით დღეს 4 რეისი გაუქმდა. ამის შესახებ Guardian.ge-ს აეროპორტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის განცხადებით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე სოფელ შორაპანთან მოძრაობა აღდგენილია.
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო.
მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მოქმედ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. სადღესასწაულო ლიტურგია დაწესებულებებში დილამდე გაგრძელდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შობის ღამეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს ბაზას ეწვია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ქრისტეს შობისადმი მიძღვნილ ლიტურგიას დაესწრო.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.