საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2“ - ის სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავაშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს და პირობას დებს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში „მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების“ მიუხედავად ქვეყანაში, როგორც „მედიის პლურალიზმი, ისე მედიის თავისუფლება“, უზრუნველყოფილი იქნება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გუდაური-კობის მონაკვეთზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მცდელობები შექმნილიყო ერთპოლუსიანი მსოფლიო, წარუმატებელი აღმოჩნდა. აღნიშნული განცხადება მან რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობებზე საუბრისას, სატელევიზიო არხ НТВ -სთან ინტერვიუში, პროგრამა Итоги недели -ში გააკეთა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.
საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები წუხელ, 23:24 საათზე, თბილისიდან 49 კმ-ში ქალაქ გორში დაფიქსირდა.
„ჩვენ ვქმნით 21-ე საუკუნის პოლიციას. საზღვრის დაცვის მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, - განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის ახალი ხელმძღვანელის, დავით ნიკოლეიშვილის წარდგენისას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი დავით ნიკოლეიშვილი წარუდგინა.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა „თვითერზე“ ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე განცხადება გამოაქვეყნა და გააკრიტიკა ჩინეთი მისი მონეტარული პოლიტიკისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ოპერაციების გამო.
იტალიაში გამართულ რეფერენდუმზე პრემიერ მინისტრ მატეო რენცის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმისადმი, რომელიც იტალიის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ეხებოდა და რომლის მხარდაჭერის შემთხვევაშიც იტალიის სენატის წევრების რაოდენობა 3-ჯერ უფრო მეტად, 315-დან 100-მდე უნდა შემცირებულიყო, ამომრჩევლის მიერ გამოხატული უარყოფითი პოზიციის შემდეგ, მატეო რენცი თანამდებობიდან გადადგა, რადგან მან რეფერნდუმამდე განაცხადა, რომ თუ ის უარყოფითი შედეგით დასრულდებოდა, მაშინ პოსტს დატოვებდა.
ულტრა-მემარჯვენე კანდიდატმა ნორბერტ ჰოფერმა ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამარცხება იწვნია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.