თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში იმ ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თავდაცვის უწყების აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომლებიც სამხედრო საქმიანობით არიან დაინტერესებულნი. „ჩვენ მათ მაქსიმალურად ვეხმარებით ლოჯისტიკური შესაძლებლობებით, ფინანსურად და დიდ ყურადღებას ვაქცევთ მათ მომავალს, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფომ მათი რესურსი ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

სრულად...

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ იმედის საინფორმაციო გადაცემაში „ქრონიკა“ თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდს ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობა მიულოცა და გუნდის მიღწევებზე ისაუბრა: „წელს ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდ შედეგს, უკვე ავიღეთ 6 მედალი - 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩვენი მოცულობის ქვეყნისთვის ეს არის ძალიან დიდი წარმატება“.

სრულად...

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საქართველოში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე ახალ პროექტზე მუშაობს. მასშტაბურ პროექტებს შორის აღსანიშნავია სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი თანამედროვე ბაზის მშენებლობა მუხროვანში და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აღმოსავლეთ საქართველოში. თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. „ეს იქნება აღმშენებლობა არა მხოლოდ თავდაცვის სფეროში, არამედ სხვადასხვა სფეროში.

სრულად...

„ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის ფონზე, რეგიონსა და საქართველოში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა საფრთხეების ინტენსივობა გაზარდა და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს პრობლემები უფრო აქტუალური გახადა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰეიდი გრაუს ელჩად დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და შვეიცარიის კონფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სრულად...

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი და საქართველო-გერმანიის ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

სრულად...

უკრაინაში მიმდინარე ომი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორული ურთიერთობების გამყარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

სრულად...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 4.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.4 პროცენტი შეადგინა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრის CCDCOE-ს მიერ ორგანიზებულ კიბერწვრთნა „Locked Shields 2022“ იღებენ მონაწილეობას. „Locked Shields“ ყოველწლიური, რეალურ დროში ჩატარებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სწავლებაა, რომელიც CCDCOE-ს ორგანიზებით ტარდება. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი