იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი თბილისმა მექსიკის ქალაქ გვადალახარას გადასცა.

სრულად...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: შემოდის დღე ძლევამოსილი და დიადი, დღე სიკვდილის დამთრგუნველი და ათასწლეულების წყევლის განმაქარვებელი. ეშმაკი მოტყუვდა, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად მიიღო თავის წიაღში კაცობრივი სულის მქონე უფალი,- ყოვლად უცოდველი, სრული სიყვარული, სიკეთე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, რომელმაც ჯოჯოხეთში შთასვლით შემუსრა ბოროტების, ღვარძლისა და სიცრუის სამეფო.

სრულად...

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავიდან წმინდა ცეცხლი აღდგომის ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოუბრძანა. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ისინი დილიდან ელოდებოდნენ. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.

სრულად...

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა - პირდაპირი ტრანსლაცია მაცხოვრის აღდგომის ტაძრიდან

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და GIPA-ს რექტორმა, მარინე იოსელიანმა მოაწერეს. თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვას, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებისა და სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას ხელს შეუწყობს.

სრულად...

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა და საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის სატელეფონო საუბრის მთავარი განსახილველი საკითხები.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სენატორ ქრის ქუნსის ხელმძღვანელობით იმყოფება.

სრულად...

ზუსტად ათი წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს გაიმართა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი კრება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

სრულად...

დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, მოადგილეებთან ალუდა თუთისანთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რეზო ხეცურიანმა, სააღდგომო ნობათი გადასცეს უმწეოთა სასადილოების ბენეფიციარებს ქალაქ ცაგერში და სოფელ ლაჯანაში.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი