საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.
ზუგდიდის ნომერ 66-ე საარჩევნო ოლქის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მის მიერ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმას სოციალურ ქსელ Facebook-ზე განმარტავს და ამბობს, რომ "ძალიან ცდება ყველა, ვინც ცდილობს ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი ბრძოლაზე უარს ნიშნავს".
23 ოქტომბერს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ განცხადება გავრცელდა, რომლის მიხედვითაც თბილისის დიდ ნაწილს წყალმომარაგება აღმაშენებლის ხეივანზე, რესტორან მონოპოლთან “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” 1400 მმ-იანი წყალსადენის მაგისტრალური ქსელის დაზიანების გამო შეუწყდა.
სამხრეთ კალიფორნიაში ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, სატვირთო ავტომანქანის უკანა ნაწილს დაეჯახა, რის შედეგადაც ავტობუსში მყოფი ცამეტი ადამიანი დაიღუპა, ოცდაათზე მეტმა კი დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ ამერიკული პრესა წერს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 3-დღიან ვიზიტად პოლონეთის ქ. პიეკარი შლონსკედან დელეგაცია იმყოფება. დღეს დელეგატებისთვის კინტრიშის ხეობაში ინფო ტური მოეწყო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მეორე ტურზე უარის თქმის შესახებ, აზიანებს ზოგადად მეორე ტურების კამპანიას.
საარჩევნო ადმინისტრაციამ, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებს ეხება, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოახდინა.
სერგო რატიანის განცხადებით, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მეორე ტურზე უარის თქმის შესახებ, პარტიის წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა.
ცესკო დღეს, 19:00 საათზე სხდომა გაიმართება. სხდომაზე 2016 წლის 30 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მეორე ტურისათვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ დადგენილებას მიიღებენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის (ეშსქ) დაარსებიდან 20 წელი შესრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.