უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, „შეცბუნებულ“ და დამფრთხალ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ დათმობის, ე.წ. არგაღიზიანების და უკრაინისაგან დისტანცირების პოლიტიკა კი არ უნდა ეწარმოებინა, არამედ დასავლეთისგან (ევროკავშირი, ნატო), უწინარესად კი აშშ-სგან, მოეთხოვა უსაფრთხოების მყარი გარანტიები იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ერთგულია დასავლეთში სრულფასოვანი ინტეგრირების სტრატეგიისა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
GUARDIAN.GE - ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. სტოლტენბერგმა შეთანხმების მიღწევის შესახებ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში თურქეთისა და შვედეთის ლიდერების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ორშაბათს, გვიან გამოაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მააიკე ვან კოლდამთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
GUARDIAN.GE - კრემლის წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აჯანყების მცდელობიდან ხუთ დღეში კრემლში „ვაგნერის“ ხელმძღვანელებს შეხვდა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – იტყობინება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
მთავრობის სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.