წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების
სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი
კვირეული მიმდინარეობს.
პირისპირ საუბრის დროს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობის დინამიკა. შეხვედრისას მიმოიხილეს აგრეთვე რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვა: „ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გავხსნათ რკინიგზა რუსეთიდან სომხეთამდე, აფხაზეთის გავლით!“ - აი, ეს არის რუსეთის მზაკვარი პოზიცია. რუსები სახელწოდება საქართველოსაც (არათუ, სუვერენულ სახელმწიფოს!), არც კი ახსენებენ, თითქოს, აფხაზეთიდან სომხეთამდე „არსებული ტერიტორია, დაუსახლებელი ტრიალი მინდორია!“ ამ მოცემულობის პარალელურად კი, საქართველოს ხელისუფლება აკრიტიკებს დასავლეთს, ევროკავშირს და აშშ-ს, ანუ იმათ, ვისი არაღიარების პოლიტიკის წყალობითაც აფხაზეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რის მიღწევასაც რუსეთი ცდილობს 2008 წლის 26 აგვისტოდან!
ეგრეთ წოდებული ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს. ამის დაკვირვება შესაძლებელია იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც ამ მოძრაობამ რამდენიმე ათეული წლის წინ აიდგა ფეხი, - ამის შესახებ საქართველოში მოქმედ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „საქართველოს ბანკის“ მიერ „სახელმწიფოს ორგანიზებული თავდასხმის ამსახველი კადრების დამალვას“ „სამარცხვინოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ბანკის მოგებამ მხოლოდ ამა წლის პირველ სამ თვეში, 301 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავა - მოგების მარჟამ (ROE) თითქმის 30% შეადგინა და ეს არის „კლასიკური ქრონი კაპიტალიზმის მაგალითი, როდესაც ოლიგარქია და მსხვილი ბანკი ერთმანეთს ხელს აფარებს“.
საქართველოს, სამუშაო ვიზიტად სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში დასრულების პროცესშია საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ნიუ-იორკში 1976 წელს დაწესებული ჯილდო, რომელიც ფრანკოფონიის მიმართულებით ერთადერთ საერთაშორისო ჯილდოს წარმოადგენს, საქართველოს პრეზიდენტს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის დრუენმა ფრანკოფონიის იდეალების მსახურებაში გამორჩეული ღვაწლისათვის გადასცა.
ფრანკოფონია, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგება ქალებისა და მამაკაცებისგან, რომლებმაც იციან მშვიდობის, თავისუფლებისა და სოლიდარობის ღირებულებების მნიშვნელობა; თქვენ ჩვენ გადმოგვცემთ ჩვენთვის ძვირფას ღირებულებებს. განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.