მართლმადიდებელი ქრისტიანები 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა.
„ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვაშუშოთ იარები, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის“, - ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა გმირთა მოედანზე გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
შეერთებული შტატების პირველ საპრეზიდენტო დებატებში, რომელმაც შესაძლოა სრულიად ახალი სული შთაბეროს თეთრი სახლის დასაკავებლად წარმართულ 2016 წლის კამპანიას, "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა "რესპუბლიკელი" დონალდ ტრამპი რასიზმში, სექსიზმში და გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებაში დაადანაშაულა.
სოხუმის დაცემიდან დღეს 23 წელი შესრულდა. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. შეიარაღებული დაპირისპირება ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრო და გამარჯვებული გუნდი თბილისის „თბილისი“ დააჯილდოვა.
„ჩვენ გამომცემლები რამდენიმე კომპანიას შევახვედრეთ, რომლებიც სხვა ქვეყნებში ელექტრონულ სახელმძღვანელოებს ავითარებენ. ვაპირებთ ვუთხრათ, მოდი, როგორც ალტერნატივა იქნებ შესთავაზოთ“,- განაცხადა ჯეჯელავამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის ბაზიდან, ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მიმდინარე წლის 26 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 77,6 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 43 ათასი ტონა რქაწითელი, 30,4 ათასი ტონა საფერავი, 2,2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში ვიყავი მინისტრი და პირადი წყენები ან პირადი ემოციები არასოდეს დამიყენებია ქვეყნის სამსახურის წინ, - განაცხადა ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.