საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ ხონის რაიონული ორგანიზაციის 15-მა წევრმა დატოვა.
საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს გამოხატვის და ნებისმიერი ფორმით თვითგამოხატვის საშუალებაც და შესაძლებლობა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ.
საქართველოს უკრაინის ეროვნული გვარდიის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები გენერალ-ლეიტენანტ იური ალეროვის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიას ესტუმრნენ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურის წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდა და სხვა რაიმე ინდივიდუალური ჩარევები არ ყოფილა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა არ უნდა გააღრმავონ და გააჩინონ შეკითხვები სასამართლო სისტემის მიმართ, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თეიმურაზ ტუღუშის არჩევის საკითხზე საუბრისას.
ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეორე გურიფულში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაო დასრულდა. ამის შესახებ Guardian.ge–ს ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. 26 მაისის საქმეზე, რომელზეც კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს, დათა ახალაიას, ლევან ქარდავას, ვასილ ლილუაშვილს და რევაზ შიუკაშვილს ბრალი წაუყენეს, დაკითხვაზე შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე დაიბარა.
პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, „მშვიდობის მემორანდუმს“ ხელი მოაწერონ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე, ბრალდებულად იქნა ცნობილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.
ჩვენ მხოლოდ არჩევნებსა და ამომრჩევლის ინტერესზე ვართ გადართული და არა პორტფელების განაწილებაზე, - ასე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა მინისტრობის სავარაუდო კანდიდატები წინასწარ გამოაქვეყნონ
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.