უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.
არჩევნების გაყალბების მცდელობის მიუხედავად, ევროპული საქართველო 52%-ით იმარჯვებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მადლობას უხდის ქართველ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის და აცხადევს, რომ, „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაამართლებს ნდობას.
გაგაცნობთ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ამ დროისათვის კენჭისყრა ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პროცესი აჩვენებს, რომ ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და შეუფერხებლად აკეთებენ საკუთარ არჩევანს. ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია: 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი, რაც 50.6%-ს შეადგენს.
ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, ამას მოწმობს ის მონაცემები, რომლებიც არის წარმოდგენილი. თუმცა, ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია. ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია, გვინდა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე ჯერ არ არის გარანტირებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში.
კენჭისყრის დასრულებამდე რამდენიმე საათი რჩება. 15:00 საათის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია - საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 454 837 ამომრჩეველი, რაც 41,62%-ს შეადგენს. ამის შესახებ ცესკოში მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადეს.
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. სამწუხაროდ გარკვეულ შემთხვევებში კვლავ ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს. ამიტომ კვლავ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს პატივი ვცეთ ამომრჩევლებს და ხელი შევუწყოთ მათი ნების გამოვლენას მშვიდ გარემოში. ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 22.22 პროცენტს შეადგენს, საარჩევნო უბნებზე მისულია 324 270 ამომრჩეველი, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.