„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს.

სრულად...

არჩევნების დღეს ხმის მიცემა კარგად იყო ორგანიზებული, პროცესი იყო უკვე კარგად ადმინისტრირებული და აქ უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ აქტიურად ხორციელდებოდა ამომრჩევლების განათლება და ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი დისბალანსი ფინანსური რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში მყოფი პარტიის უპირატესობა უკვე ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს, – ამის შესახებ ეუთო-ს კოორდინატორი პასკალ ალიზარდმა განაცხადა.

სრულად...

„კიდევ ერთხელ ქართველ ხალხს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის და მე მინდა მივულოცო ყველას, არა მხოლოდ იმ 1 120 000 ადამიანს, რომელმაც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს ყველა პატრიოტ მოქალაქეს გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მშვიდობის ბედი გადაწყდა საქართველოსთვის ამ არჩევნებზე და მშვიდობით მოსარგებლე იქნება საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე,“- განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

სრულად...

"საქართველოში საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა. საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის ორწლიანმა დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და დღეს სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენს მიერ პროცესის დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე იყო სწორად წარმართული.

სრულად...

ცესკო-ს ვებგვერდზე ამ დროისათვის (27 ოქტომბერი, 11:45სთ) გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 54.086 პროცენტი აქვს (1 117 480 ხმა) მიღებული. ეს არის 3100 საარჩევნო უბნის მონაცემები, სულ არსებული 3111 საარჩევნო უბნიდან – 99.646%. დარჩენილია მხოლოდ 11 უბნის მონაცემების გამოქვეყნება, რაც არსებითად ვერ იმოქმედებს უკვე არსებულ შედეგზე.

სრულად...

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს და აზერბაიჯანში ეპატიჟება.

სრულად...

ცესკო-ს ვებგვერდზე ამ დროისათვის (27 ოქტომბერი, 07:45სთ) გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 54.243 პროცენტი აქვს (1 087 801 ხმა) მიღებული. ეს არის 3018 საარჩევნო უბნის მონაცემები, სულ არსებული 3111 საარჩევნო უბნიდან - სულ 97.011%.

სრულად...

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

სრულად...

კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ინციდენტები და ტექნიკური ხარვეზები, თუმცა ყველა შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდა ოპერატიული რეაგირება კანონის შესაბამისად.

სრულად...

2 137 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი