საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
მაქვს სრული ნდობა საქართველოს მოქალაქეების არჩევანის მიმართ, რა შედეგიც არ უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
GUARDIANGE – ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ რუსეთში BRICS-ის სამიტზე ვიზიტი საკუთარ სახლში მომხდარი შემთხვევის გამო გააუქმა, – ნათქვამია მისი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მას ჭრილობა თავის უკანა მხარეს, კისრის ოდნავ ზემოთ აქვს მიყენებული.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა 13,7%-მდე შემცირდა, ოთხ წელიწადში კი ოთხი პროცენტი იქნება, ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ევროკავშირის 21 წევრ ქვეყანას აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირაკლი მეზურნიშვილის დოკუმენტური ფილმის, „საქართველო-ჩინეთი, მესამედი საუკუნე“ პრემიერას დაესწრო.
გარწმუნებთ, თუნდაც ის, რომ ევროპარლამენტმა გაბედა და რეზოლუციაში ჩაწერა, რომ რუსეთის სანქციებს უნდა შევუერთდეთ, ოპოზიციის ნაწილი ბედავდა ამის თქმას, ნაწილი ვერ ბედავდა, კაბინეტებში ამაზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 777.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 786.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
GUARDIANGE – მოლდოვაში 20 ოქტომბერს გამართული რეფერენდუმი იმის თაობაზე, უნდა შეიცვალოს თუ არა კონსტიტუცია და უჭერენ თუ არა ქვეყნის მოქალაქეები ევროკავშირში გაწევრიანებას, ჯერჯერობით ვერ იძლევა ზუსტ პასუხს, რადგან ამ დროისთვის ხმების 98%-ია დათვლილი და გაწევრიანებას – („დიახ“) – ხმას 50.03% აძლევს, წინააღმდეგი – („არა“) კი 49.97%-ია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.