საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის მისაღებად იყო საჭირო, - აღნიშნული განცხადება ევროკომისარმა , იოჰანეს ჰანმა ბათუმში, სასტუმროში „ჰილტონი“ გააკეთა, სადაც მე-13 საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა-სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება” მიმდინარეობს.
ჩვენ გვინდა დავანახოთ ევროპის ქვეყნებს, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, რომელიც პრობლემებს შექმნის, პირიქით, ხელს შეუწყობს ევროკავშირის გაძლიერებას, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლის დროს.
იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნ
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ მის გერმანელ და ფრანგ კოლეგებს უთხრა, რომ მას არ სურს იჩქაროს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის გზაზე. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბრიუსელში გამართულ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე გარღვევა ვერ მოხდა.
საგურამოში, გუშინ "ქართული ოცნების" მიერ გამართულ ღონისძიებაზე ზოგიერთი ისეთი პირიც მოხვდა, რომლებიც საორგანიზაციო ჯგუფის მიერ მიწვეულები არ ყოფილან, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ავრცელებს.
ბათუმი არის ევროპა და ის ნამდვილად იქნება ევროპის პულსი, იქნება განსახიერება ევროპის სიძლიერის და მისი მომავლის, - განაცხადა აქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მე-13 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ გახსნისას, რომელიც ბათუმის სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს.
პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში იმყოფება, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, დეპუტატებთან კონსულტაციებს მართავს.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, თბილისში სამი პირი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.