საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელების“ მოთხოვნით, დღეიდან უვადო შიმშილობას აცხადებს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, მოადგილეებთან - ალუდა თუთისანთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ასახული არც ერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი და ისინი ყოფილი მორჩილები არიან.
მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 331.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 47.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 69.9 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.1 პროცენტით გაიზარდა და 231.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა.პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, აშენდა 4 საყრდენი კედელი საერთო სიგრძით 46 მეტრი და 3 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 18 351 ვლევა ტესტით, მათ შორის 11 329 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 022 PCR ტესტით.
გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა “თბილისის დამცველთა“ დღე ტრადიციული ლაშქრობით აღნიშნეს.
ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. პირადი შემადგენლობა გაეცნო ოკუპაციის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია საქართველოს უახლესი (1918-1921 წლები) ისტორიის ამსახველი დოკუმენტები, ხელნაწერები, აღნიშნული პერიოდის მოღვაწეების ბიოგრაფიები და სხვ.
მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა, განსაკუთრებით ამ მძიმე ფონზე და მართლაც, უაღრესად დაძაბული სიტუაციაა. ამას ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს, პირველი რიგში, ჩვენი უკრაინელი კოლეგები. ჩვენი შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ მხარდაჭერის და სოლიდარობის კიდევ ერთხელ გამოხატვას ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. მათ ეს ძალიან კარგად იციან, მადლიერი არიან საქართველოს პოზიციით, რაც არის გაჟღერებული ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მიუნხენში, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.