საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თუ "რესპუბლიკური პარტია" საპარლამენტო არჩევნებში კოალიციისგან ცალკე მიიღებს მონაწილეობას, მოსახლეობისთვის კარგ სურათს მიიღებენ.
უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური ძალების ცალ-ცალკე მონაწილეობაში ტრაგედიას ვერ ხედავს და ამგვარი ნაბიჯით პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ამომრჩევლის მხარდაჭერა მოსინჯონ, თუმცა, მისივე ინფორმაციით, კოალიციის ფორმატში მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია "წამზომი ჩართულია" დაიწყო.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში დეპუტატ მურმან დუმბაძის ძმისა და მეზობლების გაქურდვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე იმსჯელა, ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"რესპუბლიკური პარტიის" წევრების ცნობით, დღეს პარტია კოალიცია "ქართულ ოცნებაში" დარჩენის საკითხთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს.
"რესპუბლიკელი" დეპუტატის, თემურ ნერგაძის ინფორმაციით, "რესპუბლიკური პარტია" დღეს კოალიციაში მათი ყოფნის საკითხსა და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ფალსიფიკაციის ფაქტზე, რძის პროდუქტების მწარმოებელი რამდენიმე კომპანიის თანამშრომლები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში დეპუტატ მურმან დუმბაძის ძმის და მისი 10-მდე მეზობლის ოჯახი გაქურდეს.
შიდა აუდიტორთა დღესთან დაკავშირებით, ეროვნულ საშენ მეურნეობას საქართველოს სამინისტროებისა და სხვადასხვა უწყებების აუდიტის სამსახურების თანამშრომლები სტუმრობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.