აჯმანში, ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსი ცეცხლის ალში გაეხვა. ცეცხლი თავდაპირველად აჯმანის ემირატში ერთ-ერთ ცათამბჯენს გაუჩნდა და შემდეგ მეორესაც მოედო.
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში ფეხით მიმავალ მამაკაცს პოლიციამ ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა, რაც მან პოლიციის ოფიცრების მისამართით იარაღის გამოყენება სცადა და რამდენიმე გასროლა მოახდინა.
იაშვილის კლინიკა შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
ფიდელ კასტრომ პრეზიდენტ ობამას კუბაში ვიზიტზე თავისი დუმილი სახელმწიფოს მიერ დაფინასებულ გაზეთ „გრანმა“-ში გამოქვეყნებული გამკიცხავი წერილილით დაარღვია.
დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა კენჭი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 14 საკითხს უყარეს. სხდომაზე პირველ საკითხად დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
ისრაელის მთავრობა თურქეთში "ტერორისტული თავდასხმების მაღალი საფრთხიდან" გამომდინარე თავის მოქალაქეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. ისრაელმა ასევე მოუწოდა ტურისტებს გადადონ ახალო მომავალში დაგეგმილი მოგზაურობა თურქეთში. ინფორმაციას ამის შესახებ "დოიჩე ველე" ავრცელებს.
„ბრმა უნდა იყო ვერ ხედავდე, რომ მასიურად ხდება შეტევა პირადად თავდაცვის მინისტრზე, პირადად თინა ხიდაშელზე არ არის საუბარი, საუბარია ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე შეტევაზე" - ამის შესახებ "რუსთავი-2"-თან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დოლის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი პოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" გავლენებს უკავშირდება.
"ნამდვილად არ ვაპირებთ თანამდებობიდან წასვლას არც მე და არც სხვა რომელიმე "რესპუბლიკელი" მინისტრი, არც კოალიციიდან წასვლას არ ვგეგმავთ" - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა "რუსთავი-2"-თან საუბრისას გააკეთა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და თბილისის მერი დავით ნარმანია იმ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ, რომლებსაც თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.