ტყიბულში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ომბუდსმენი "რუსთავი-2"-თან საუბრისას სოციალური აფეთქების საფრთეებზე საუბრობს და სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩს უმასპინძლა. თამარ ბერუჩაშვილი დიპლომატიურ სამსახურს გაერთიანებულ სამეფოში 1-ლი მარტიდან შეუდგება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0061 პუნქტით გამყარდა.
"ძალიან პირადულს ჰგავს ეს ამბავი და ვინ გაბედა, როგორ გაბედა, ამას ალბათ უსწრაფესად დაადგენენ. ვფიქრობ, მან უნდა თქვას, რადგან ძნელია მარჩიელობა" - ნუკრი ქანთარია.
ჩვენ უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება პოზიტიური მიზნების გარშემო, დავძლიოთ პოლარიზაცია და მივაღწიოთ კონსენსუსს საზოგადოებაში და ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრ ალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია დასრულდა. როგორც ჟურალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ავთანდილ იმედაძემ განუცხადა, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
ანა დოლიძის პროფესიულ კვალიფიკაციასთან, პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ არსებობს, ამას თითიდან გამოწოვილი შავი პიარი ადასტურებს, - განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია კიდევ საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.