ევროპა არ დაუშვებს რომ საბერძნეთი „ქაოსმა“ მოიცვას, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობის არსებობის შესახებ კომენტირებისას. ამის შესახებ BBC წერს.
პრემიერმა კორექტულობისკენ მოუწოდა არა მხოლოდ "მრეწველებს", არამედ "რესპუბლიკელებსაც", - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრთან ფრაქციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
35 წლის ინდოელმა მამაკაცმა თავისი ოჯახის 14 წევრი, მათ შორის 7 ბავშვი და მისი მშობლები დახოცა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე თვლის, რომ კოალიციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მან ჟურნალისტებთან იმ რამდენიმე თემის შესახებ გააკეთა კომენტარი, რომელზეც პრემიერ-მინისტრისა და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრების შეხვედრაზე ისაუბრეს.
ტყიბულში გაფიცულმა მაღაროელებმა მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ მორიგი აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა ხელფასებთან დაკავშირებით უცვლელია - ისინი თანახმა არ არიან კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" მიერ შეთავაზებულ ხელფასის 5%-იან მომატებაზე და მინიმუმ 20%-ით მომატებას ითხოვენ.
"ქართული ოცნების" ოფისთან ფრაქციის წევრებისა და პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის პარალელურად "რესპუბლიკური პარტიის" საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მართავს.
"ქართული ოცნების" ოფისში პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი არ ესწრება, რადგანაც როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ფრაქციის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, მათ ამჯერად ყოფილი პრემიერ მინისტრისთვის ასეთი თხოვნით არ მიუმართავთ.
ის ადამიანები, რომლებიც მამას განუდგნენ, ისევ დაბრუნდებიან მამასთან და მამა სიყვარულით მიიღებს მათ, - ამის თაობაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე სამებაში, საკვირაო ქადაგებისას, უძღები შვილის შესახებ იგავის გახსენებისას ბრძანა.
მიხეილ ჯანელიძე მიესალმება ესპანეთის სამეფოს მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, რომლისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვლინებით.
ავსტრიის ქალას გიოტცში მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციის (UWW) ეგიდით გაიმართა ავსტრიის რიგით მე-6 ღია პირველობა ახალგაზრდებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სადაც 14 ქვეყნის ნაკრებმა პირველი შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.