"დოიჩე ველეს" ცნობით, გერმანიამ მიგრაციული კანონმდებლობა გაამკაცრა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბუნდესტაგმა კანონების ახალი პაკეტი მიიღო, რომლის თანახმად, მიგრანტების გარკვეული ჯგუფის განაცხადი თავშესაფრის მიღების შესახებ განხილული იქნება დაჩქარებული წესით.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ექსპორტიორი, იმპორტიორი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს სოლიდარობის ფონდმა, დაფუძნებიდან დღემდე, 215 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა 7,9 მილიონი ლარით დააფინანსა, - საქმიანობის ანგარიში და 2016 წლის პრიორიტეტები ფონდის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯაშმა წარადგინა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიუნტერ კრიხბაუმსა და ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვოლფგან ჰელმიხს შეხვდა.
ნატო-ს წევრები ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიგრაციული კრიზისის დაძლევის საქმეში ევროკავშირისთვის დახმარების გაწევის პირობებზე შეთანხმდნენ - ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ეს განცხადება ალიანსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზურაბ ფ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
"ნაციონალურ მოძრაობასაც" და "გირჩსაც" 9 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ მიწის რეფორმა გაეტარებინათ, ეზრუნათ გლეხზე და იმ ნახევარ მილიონ მიწის მესაკუთრეზე, ვისაც დღეს პრობლემა ექმნება" - გია ცაგარეიშვილი.
"დაიწყო საარჩევნო წელი და ჩვენ დიდი ხანია ვაპირებდით, გვემსჯელა ჩვენს წევრებთან ერთად, თუ სად უნდა იყოს „ეროვნული ფორუმი“ - განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელმა, ანი მიროტაძემ პორტალ "კვირას" პრეს-კლუბში გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 1921 წლის 25 თებერვალს კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მზად ვარ ვიყო ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცი რეფორმის ფარგლებში, – ამის შესახებ ანა დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი კანდიდატურის უზენაეს სასამართლოს წევრად წარდგენის შემდეგ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.