საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ჰოლანდიელი მხატვრის, ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით, თითქმის ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ ზაჰირ ჰუსეინოვმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა.
პოლიციამ გერმანიის ქალაქ ლაიპციგში 211 ადამიანი დააპატიმრა მას შემდეგ რაც "ანტი-ისლამიზაციის" დემონსტრანციაზე გამოსულმა ულტრა-მემარჯვენე მხარდამჭერებმა ვანდალურად დაარბიეს შენობები და დაწვეს ტრანსპორტი. არეულობის დაწყებამდე ათასობით აქტივისტი პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი "გაზპრომთან" გამართული შეხვედრების გასაჯაროებას და პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მისვლას ითხოვს.
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალექსანდრა ჰოლ ჰოლის შეხვედრაზე.
ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ "გაზპრომს" სომხეთისთვის მიწოდებული გაზის სანაცვლოდ, საქართველოსთვის ტრანზიტის საფასურის ფულად ანაზღაურებაზე უნდა დავთანხმდეთ.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0043 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას ამის თაობაზე ეროვნული ბანკის ვებგვერდი ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს. გიორგი მარგველაშვილმა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს, თურქ ერს კი თანადგომას უცხადებს.
სტამბოლის ცენტრში აფეთქება შესაძლოა, "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა. "როიტერსის" ცნობით, ამის შესახებ თურქეთის სამართალდამცავი უწყებები იტყობინებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.