მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს საავტომობილო გზების 3 მონაკვეთზე.
სირიის ქალაქ მადაიადან 400-ზე მეტი ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია უნდა განხორციელდეს, ვინაიდან მათ სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.
ტერაქტების სერია ერაყის ტერიტორიაზე - ბაღდადის მახლობლად ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი.
საგამოძიებო უწყებაში დაბარებულები არიან ზაჰირ ჰუსეინოვი და მალხაზ მახარაძე, რომლებმაც თბილისში მცხოვრები აბაშიძეების ოჯახის ინფორმაციით, ვან დეიკის ნახატი მათგან შეიძინეს.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გარიკ ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამშენებლო-სარემონტო ბაზის რეორგანიზაციის პროცესის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რეფორმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის არსებული ფინანსური რესურსების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენების მიზნით ხორციელდება.
წლის დასაწყისიდან გერმანია ყოველდღიურად მიგრანტების სულ უფრო მზარდ ნაკადს აბრუნებს უკან, ავსტრიაში, აცხადებეს ავსტრიის პოლიცია. ბევრ მათგანს არ გააჩნია მოქმედი დოკუმენტები, სხვებს კი თავშესაფრის თხოვნით გერმანიის ნაცვლად სხვა, უფრო სკანდინავიის ქვეყნებისთვის მიმართვის სურვილი აქვთ. ამის შესახებ BBC იუწყება.
2015 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეხუთედ მოიპოვა.
იაპონიის სანაპიროებთან ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს კონსტიტუციაში დატოვა ხაფანგები, რომელმაც ინაუგურაციის შემდეგ იჩინა თავი, მაგრამ მიუხედავად ამისა, საჭიროა, მოქმედი კონსტიტუციის პატივისცემა და არა მასში მუდმივად ცვლილებების შეტანა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.